დერეკ შოლე: საქართველო ძლიერი, შთამბჭდავი პარტნიორია საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე დერეკ შოლემ ვაშინგტონში სტრატეგიულ სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატოს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის.
“კარი ფართოდ არის ღია და ეს უელსის სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. იმ ორ ქვეყანასთან პარტნიორობის გეგმები კიდევ უფრო გაფართოვდა, რომელიც ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული ალიანსში გაწევრიანების გზაზე შემდეგი ნაბიჯები გადაედგა. საუბარია საქართველოზე და მონტენეგროზე. ორივეს აქვს სამუშაო გეგმა, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს ალიანსი იმუშავებს იმაზე, რომ ისინი კალენდარული წლის ბოლომდე რაც შეიძლება ახლოს მივიდნენ შემდეგი ნაბიჯისთვის მზადყოფნასთან, რაც ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაში გამოიხატება” , – აღნიშნა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
დერეკ შოლემ საქართველოს, როგორც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ღირსეულ პარტნიორობაზეც განსაკუთრებული პატივისცემით ისაუბრა. მისივე განცხადებით, საქართველო სამიტზე მიღებული პარტნიორობის გეგმით კმაყოფილი დარჩა.