იაპონიაში ტაიფუნ „ვონფონის“ მოახლოების გამო 20-მდე ადამიანი დაშავდა

  19 ადამიანი დაშავდა იაპონიის სამხრეთ კუნძულ ოკინავაზე, რომელსაც ტაიფუნი „ვონფონი“ უახლოვდება. საუბარია სიმძიმის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებზე, რომლებიც ადამიანებმა ძლიერი ქარის გამო მიიღეს.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოცემულ მომენტში ციკლონი ოკინავას კუნძულის სამხრეთით იმყოფება და ჩრდილოეთის მიმართულებით 10 კილომეტრი საათის სიჩქარით მოძრაობს. სინოპტიკოსების პროგნოზებით, სტიქიის მთავარი დარტყმა დღეს საღამოსაა მოსალოდნელი. მეტეოროლოგების მონაცემებით, „ვონფონი“ ამ სეზონის ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები