თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპოზიტორ გიორგი ჩლაიძის კონცერტი გაიმართა
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გიორგი ჩლაიძის საავტორო კონცერტი გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით,საკონცერტო პროგრამა მოიცავდა კომპოზიტორის მიერ ბოლო წლებში შექმნილ ვოკალურ, საგუნდო და კამერულ-ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს.
კონცერტში მონაწილეობდნენ: გიორგი ჩლაიძე, მეგი ჩიხრაძე, თეიმურაზ გუგუშვილი, ელდარ გეწაძე, თამარ ლიჩელი, გიორგი ხაინდრავა, ლიზი რამიშვილი, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა სამხატვრო ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით.