სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლებისთვის როიალების გადაცემა გრძელდება

საქართველოს კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია აგრძელებს სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლებისთვის როიალების გადაცემას.
ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლისთვის ინსტრუმენტის გადაცემას დღეს საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო.
კონსერვატორია მის ბალანსზე არსებულ როიალებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლებსა და სასწავლებლებს ეტაპობრივად გადასცემს.
როიალების გადაცემა გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ინსტრუმენტები უკვე გადაეცათ რუსთავისა და გორის სამუსიკო სკოლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები