„ისლამურმა სახელმწიფომ“ 4 ადამიანს, მათ შორის ერაყელ ჟურნალისტს თავი მოჰკვეთა

  ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ კიდევ 4 ადამიანს, მათ შორის ერაყელ ჟურნალისტს თავი მოჰკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური პრესა ავრცელებს. არსებული მონაცემებით, ტერორისტების მსხვერპლი ტელეკომპანია „Sama Salaheddin“-ის გადამღები ჯგუფის ოპერატორი, 37 წლის რაად ალ-აზაური გახდა. გარდა ამისა, „ბოევიკებმა“ თავი მის ძმას და კიდევ 2 მშვიდობიან მოსახლეს მოჰკვეთეს. უცხოური პრესის ცნობით, ეს 4 ადამიანი ტერორისტებმა ბაღდადის მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში საჯაროდ მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები