ჯიჰადისტებმა კობანის კიდევ რამდენიმე რაიონი დაიკავეს

  „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ სირიის ქალაქ კობანის კიდევ რამდენიმე რაიონი დაიკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს და სხვა სახელმწიფოების კოალიციის ავიადარტყმების მიუხედავად მათ ქურთი მეამბოხეების შტაბები დაიპყრეს და ქალაქი თითქმის სრულად ალყაში მოაქციეს. აშშ-ს წარმომადგენლის განცხადებით, კობანის დაპყრობა შესაძლოა ვეღარ შეაჩერონ. სირიის სასაზღვრო ქალაქის აღებასთან ერთად „ბოევიკები“ სირიის და თურქეთის საზღვრის სრულ კონტროლს დაიწყებენ.
შეგახსენებთ, რომ კობანში 3 კვირიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად 400 ადამიანი დაიღუპა, 160 000 მეტი ქურთი კი თურქეთში გაიქცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები