სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შევიდა

  სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შევიდა, – ამის შესახებ შეთანხმებას მინსკში , ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთაშორისო საბჭოს სხდომაზე მოეწერა ხელი.
“ამ ისტორიული დოკუმენტის ხელმოწერა ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციის ახალ ეტაპს მისცემს დასაბამს. კარგად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ხელშეკრულებასთან პირველი შეერთებით საკუთარ თავზე ვიღებთ”, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.
შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების თანხმობის პროექტს. ყაზახეთმა, რუსეთმა და ბელორუსმა ხელი მოაწერეს ევრაზიულ ეკონომიკური კავშირის შეთანხმებას 29 მაისს, რომელიც 2015 წლის 1 იანვარს შევა ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები