პუტინმა მოლდოვის პრეზიდენტი კინაღამ სცემა
დსთ-ს ქვეყნების ლიდერების სამიტზე მინსკში რუსეთის და მოლდოვას პრეზიდენტებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. როგორც რუსული პრესა წერს, პუტინის განცხადებით, „არასასურველი ციფრები ზოგიერთი წევრის პოლიტიკური პრიორიტეტების შეცვლით აიხსნება“. ეს სიტყვები მოლდოვას პრეზიდენტის მისამართით იყო ნათქვამი.
„ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ ევროკავშირთან დაახლოების წინააღმდეგნი და თავადაც მზად ვართ, დავუახლოვდეთ. კითხვა – ჩვენი თანამშრომლობის საკითხშია. პრობლემები საპასუხო ან დაცვითი ზომების გამო კი არ ჩნდება, არამედ იმის გამო, რომ ჩვენს პარტნიორებს დროულად, ღიად და პროფესიონალურად ყველა რისკის განხილვა, რომელიც რუსეთის ეკონომიკას და დსთ-ს სხვა ქვეყნებს უჩნდებათ, საჭიროდ არ მიაჩნიათ“, – განაცხადა პუტინმა.
ეს სიტყვები მოლდოვას პრეზიდენტის ნიკოლაი ტიმოფტის განცხადებას მოჰყვა, რომელიც სწუხდა იმის გამო, რომ ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა თავისი ბაზარი მოლდოვური პროდუქციისთვის ფაქტობრივად დაკეტა.
„გამოდის, რომ ჩვენი ქვეყანა დსთ-ს სავაჭრო თავისუფალი ზონიდანაა გარიყული“, – განაცხადა მოლდოვას პრეზიდენტმა. პუტინმა ამაზე საპასუხოდ კი აღნიშნა, რომ იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენდა ევროპაში ხელმოწერილი დოკუმენტები, წინასწარ უნდა ეფიქრათ. „და სად იყო მოლდოვა ამ დროს?“ – დასვა პუტინმა რიტორიკული კითხვა. რუსეთის და მოლდოვას პრეზიდენტების სიტყვიერი შელაპარაკება გაგრძელდა, და ჟურნალისტებს ერთ მომენტში მოეჩვენათ, რომ ლიდერები ერთმანეთს ჩაეჭიდებოდნენ და ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. თუმცა საბოლოოდ პრეზიდენტებმა საკუთარი თავი ხელში აიყვანეს.