მესტიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი – „გიზ-გიზი” მიმდინარეობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალ „გიზ-გიზს” აგრძელებს. ფესტივალს წელს პირველად სვანეთი მასპინძლობს.

ფესტივალის ფარგლებში, მესტიაში კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ, წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები. „გიზ-გიზის” ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეები ზრუნავენ.

 „გიზ-გიზი”  ზამთრის სათხილამურო კურორტებზე, საერთაშორისო ჩემპიონატების პერიოდში ტარდება და  საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას ხელს უწყობს.  მესტიაში „გიზ-გიზი” Freeride World Tour – ის პერიოდში მიმდინარეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი მეორე წელია, იმართება.

 „ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს ზამთრის სეზონი, აღნიშნულ ფესტივალ გიზ-გიზში” მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მეწარმეები. ორი დღის განმავლობაში იქნება გაშენებული სოფელი, სადაც ტურისტები შეძლებენ დასვენებას და დროის გატარებას”, – აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები