ბელორუსი-უკრაინის მატჩისას მთელი სტადიონი „Путин – ху***о!“-ს მღეროდა და „Слава Украине“-ს გაჰყვიროდა (ვიდეო)

“ევრო 2016“-ის შესარჩევი ბელორუსი-უკრაინის მატჩისას უკრაინელმა და ბელორუსმა გულშემატკივრებმა ერთობლივად იმღერეს ულტრასების ცნობილი ჰიტი რუსეთის პრეზიდენტზე. როგორც „censor.net.ua“ იტყობინება,  ბელორუსი გულშემატკივრები მთელი მატჩის მიმდინარეობისას უკრაინისადმი თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავდნენ. ბელორუსი გულშემატკივრების შეძახილზე – „Слава Украине!”, უკრაინელი ფანები საპასუხოდ სიტყვებით – “Героям слава!” და “Жыве Беларусь” სკანდირებდნენ. გარდა ამისა,  ბელორუსმა ქომაგებმა „Ляпис Трубецкой“-ის ცნობილი რევოლუციური ჰიტიც “Воины света” იმღერეს. ინფორმაციისთვის, მატჩი 2:0 უკრაინის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა.

[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=Hb7azM5B9Qo” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები