თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლ ,,ერისიონის” კონცერტი გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში ანსამბლ ,,ერისიონის” კონცერტი გაიმართა.
კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
„ერისიონი“ მაყურებლის წინაშე განახლებული შოუ-პროგრამით – “ქართული საგანძური” წარდგა. პროგრამა მოიცავს ქვეყნის ყველა კუთხის ხალხური შემოქმედების შედევრებს. გაიმართა ახალი ცეკვის პრემიერა, სახელწოდებით “ქალაი”. მომღერალთა გუნდმა შეასრულა სიმღერები, რომლებიც აქამდე ანსამბლის პროგრამაში არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები