ლევან მაჭავარიანი: როდესაც „დიფ სთეითისთვის“ მტერია ტრამპი, ოპოზიციისთვისაც ავტომატურად, ტრამპი მტერი გამოდის და „დიფ სთეითისგან“ იღებენ დავალებებს, რომ საქართველოშიც ეს ნარატივი დათესონ
„„რადიკალური ოპოზიცია „დიფ სთეითის“ კონტროლის ქვეშაა,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ოპოზიცია „დიფ სთეითისგან“ იღებს დავალებებს, რომ საქართველოშიც დათესოს ნარატივი და უხეში სიტყვებით შეამკონ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი.
„რადიკალური ოპოზიცია „დიფ სთეითის“ კონტროლის ქვეშაა. ატარებენ მათ პოლიტიკას, ემსახურებიან მათ დავალებებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, როდესაც „დიფ სთეითისთვის“ მტერია ბატონი ტრამპი, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციისთვისაც ავტომატურად, ბატონი ტრამპი მტერი გამოდის და „დიფ სთეითისგან“ იღებენ დავალებებს, რომ საქართველოშიც დათესონ ეს ნარატივი და უხეში სიტყვებით შეამკონ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი. რაღაც ეტაპზე ევროკავშირზეც გადავა და ევროკავშირიც დაიწყებს ბრძოლას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ და უკვე საბოლოო ჯამში, რადიკალური ოპოზიცია დარჩება თავისი გარე მფარველების, პატრონების გარეშე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.