კულტურის სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა და სააგენტოს ახალი გენერალური დირექტორი წარუდგინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს თეა ონიანი უხელმძღვანელებს. სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ თამარ ყურაშვილი, მოადგილეებად პაატა გაფრინდაშვილი, რატი ოქროპირიძე და სალომე ჯამბურია დაინიშნებიან.
შეხვედრაზე დარგში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
თინათინ რუხაძემ სააგენტოს ახალ ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები