სომხეთში ოპოზიცია ხელისუფლების გადადგომას ითხოვს

ერევანში სამი ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული მიტინგი დაიწყო, მიტინგის მონაწილეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პროტესტს დაახლოებით 20 ათასი ადამიანი გამოხატავს, საზოგადოებრივ წესრიგს კი 14 ათასი სამართალდამცავი იცავს.
ოპოზიციას 12 პუნქტიანი მოთხოვნები აქვს, რომელიც, ძირითადად, სოციალური შინაარსისაა. თუმცა, ისინი უკვე ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები