საკრებულომ მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება დაამტკიცა
თბილისის საკრებულომ მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება დაამტკიცა. საკითხს თბილისის საკრებულოს სხდომაზე მხარი 37-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6 კი – წინააღმდეგ წავიდა.
საკითხის დამტკიცებამდე დეპუტატებმა ასევე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის ალტერნატიულ დებულებას უყარეს კენჭი. კერძოდ, აბესაძე ატესტაციის 2015 წლის ივლისამდე გამართვას ითხოვდა და მხოლოდ ერთ ეტაპად, გასაუბრების გარეშე. დეპუტატების უმრავლესობამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა და საკითხი ჩავარდა.
მხოლოდ 6 მომხრე და 33 კი მოწინააღმდეგე იყო. ახალი დებულება მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თბილისის რაიონის გამგეობების მოხელეების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს განსაზღვრავს.