კახა კახიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ ორშაბათს დაინიშნება
კახა კახიშვილს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილედ, ოფიციალურად, 13 ოქტომბერს დანიშნავენ. ინფორმაციას თავად კახიშვილი ადასტურებს. მისი თქმით, ვრცელ კომენტარს მხოლოდ ოფიციალური დანიშვნის შემდეგ გააკეთებს. ცნობისთვის, კახიშვილი ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაცია “საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის” დირექტორად მუშაობდა.