დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერალ აჩიკო ნიჟარაძის პირველი სოლო კონცერტი გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში მომღერალ აჩიკო ნიჟარაძის პირველი სოლო კონცერტი გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
აჩიკო ნიჟარაძე თავისი შემოქმედების თაყვანისმცემელთა წინაშე დიდი რეპერტუარით წარდგა. სოლო კონცერტზე შედგა სამი სიმღერის პრემიერა.
კონცერტის დამდგმელი რეჟისორი იყო ბაკურ ბაკურაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი ქეთი გაბისიანი, სიმღერების საორკესტრო ვერსიების და არანჟირების ავტორი ნიკა ნიკვაშვილი. მონაწილეობდნენ ნიკა ნიკვაშვილი, ორკესტრი, მომღერალი ნათია პერანიძე, ნუცა ქირია, ანსამბლი „ქართული ხმები“, „თეატრალურის კვარტეტი“, გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები