შარლ აზნავური ჟენევის კლინიკაშია გადაყვანილი

სომხური წარმოშობის მსოფლიოში ცნობილი ფრანგი შანსონიე შარლ აზნავური ჟენევის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. ამის შესახებ შვეიცარულმა კომპანიამ „ოპუს უანმა“ განაცხადა, რომელიც კონცერტების ორგანიზაციით არის დაკავებული.
„შარლ აზნავური ჰოსპიტალიზებულია პრევენციის მიზნით, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში ის ინფექციით დაავადდა“, – ნათქვამია გავრცელებულ კომუნიკეში. კომპანიის განცხადებით, ამის გამო ჟენევაში აზნავურის კონცერტი გადაიდო. შეგახსენებთ, რომ წელს მსოფლიოში ცნობილი მომღერალი 90 წლის გახდა. 3 ოქტომბერს აზნავურმა, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს, საიუბილეო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ერთადერთი გამოსამშვიდობებელი კონცერტი მოსკოვში, დარბაზ „კროკუს სითი ხოლში“ გამართა. გრძელვადიანი კარიერის განმავლობაში აზნავურმა სიმღერის ათასზე მეტი ტექსტი შექმნა, ათასზე მეტი კონცერტი გამართა და კინოში რამდენიმე ათეული როლი ითამაშა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები