„ილიას გადმოძახილი თანამედროვეობას“ – ქეთი ერგეშიძის საჯარო ლექცია გაიმართება
22 თებერვალს, 14:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი უმასპინძლებს შეხვედრების ციკლს – „საუბრები ილიაზე“.
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის ინფორმაციით, ციკლის ფარგლებში გაიმართება ფილოლოგ ქეთი ერგეშიძის საჯარო ლექცია – „ილიას გადმოძახილი თანამედროვეობას“.
„ეპოქა იცვლება, საფიქრალი – არა, განსაკუთრებით ეროვნული. საქართველო სტკიოდა, საქართველო ეიმედებოდა, ახალგაზრდული გონისა და ენერგიის სწამდა. რასაც წერდა, რაზეც ხმიანობდა, სამწუხაროდ, ან ვერ გავიაზრეთ, ან წავუყრუეთ, ან ყავლგასულად მივიჩნიეთ. არადა, 21-ე საუკუნეში ილია ყველაზე
თანამედროვეა, სამართლიანად მკვახე და შორსმჭვრეტელი, განსაკუთრებით ახლანდელ პოლიტიკურ-სოციალურ ვნებათაღელვაში”.