თავდაცვის მინისტრი “ძლიერთა თამაშებში” მონაწილე სამხედროებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მასთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდა.
ირაკლი ალასანია 2008 წლის აგვისტოს ომში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლებში მონაწილეობდა.
ღონისძიება სპეციალური ოპერაციების ძალების ორგანიზებით ჩატარდა. მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებასა და მოტივაციის გაზრდას, ასევე, მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები