ჩინეთი ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდებს აორმაგებს

ჩინეთის მთავრობა ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიებს აორმაგებს. შესაბამის ოქმს დღეს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოეწერა.
ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად საქართველოდან 20 სტუდენტს მიეცემა საშუალება, ჩინეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩინური ენასა და სხვადასხვა სპეციალობებს დაეუფლოს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ოქმს ხელი 2001 წლის 13 აპრილს მოეწერა. შედეგად, ჩინეთის რესპუბლიკაში სასწავლებლად თავდაპირველად 5 სტუდენტი გაემგზავრა, თუმცა ამჟამად ჩინეთის მთავრობამ ეს კვოტა გაზარდა და ახლა ყოველწლიურად ჩინეთში სასწავლებლად გამგზავრება 20 ქართველ სტუდენტს შეეძლება.
“უკანასკნელ პერიოდში საქართველო-ჩინეთის ორმხრივი პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ორ ქვეყანას შორის დღეს საუკეთესო თანამშრომლობა არსებობს მრავალი მიმართულებით. აღნიშნული ოქმის ხელმოწერა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის, როგორც განათლების სფეროში კონტაქტების გააქტიურებს, ასევე, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები