უკრაინა აფასებს თურქეთთან ურთიერთობას, ურთიერთგაგებას, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და მხარდაჭერას, რომელსაც ვიღებთ ამ ომის დროს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ანკარაში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს თბილი დახვედრისთვის, სტუმართმოყვარეობისთვის და აბსოლუტურად კონსტრუქციული მიდგომისთვის ჩვენს მოლაპარაკებებში.
“დღეს თურქეთის პრეზიდენტთან ერთად დეტალურად განვიხილეთ გლობალური პროცესები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუწყოს რუსეთის ომის დასრულებას უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, ეკონომიკურ საკითხებზე, ჩვენს საზოგადოებებს შორის თანამშრომლობაზე განათლების სფეროში, სხვადასხვა პროექტებზე, სასურსათო უსაფრთხოებაზე და რუსეთის მიერ პატიმრობაში მყოფი ჩვენი პატიმრების დაბრუნებაზე. ჩვენ მადლობელი ვართ თურქეთის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მხარდაჭერისთვის, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი პრინციპული პოზიციისთვის”,- დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.