ირმა ინაშვილი: ვატყობ სესიაშვილი ქვაბების “კასკებად” გამოყენებას გვირჩევს
საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალური სიფრთხილე და გონიერება უნდა გამოიჩინოს ნატოს სასწავლო ბაზების ამოქმედებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. ინაშვილის აზრით, აღნიშნული თემის ირგვლივ საჯარო დისკუსიაა საჭიროა, რათა მოსახლეობამ შესაძლო რისკების შესახებ რეალური ინფორმაციის მიღება შეძლოს.
“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალური სიფრთხილე და გონიერება უნდა გამოიჩინოს ნატოს სასწავლო ბაზების ამოქმედებასთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ძალიან მაღალი რისკების ქვეშ დგება. საჭიროა გაიხსნას საჯარო დისკუსია ყველა ტელევიზიის ეთერში, რათა მოსახლეობას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია ამ რისკების შესახებ. ბაქრაძემ ხომ გვირჩია,- დანა- ჩანგლით დაიცავით თქვენი ოჯახებიო, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ვატყობ: კრიტიკულ ვითარებაში სესიაშვილი ქვაბების “კასკებად” გამოყენებას გვირჩევს. ცეცხლს ვეთამაშებით აშკარად. თუ დაუდევრობას გამოვიჩენთ, სახელმწიფოებრიობას დავკარგავთ. ვინაა მზად ამისათვის?! და ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას?!“- წერს ირმა ინაშვილი.