მამუკა მდინარაძე: „ფარას“ დაინიცირებას, მიღებას და აღსრულებას აქვს პირველ რიგში, სამართლებრივი და ასევე ერთგვარი ქვემიზანიც კი – საუკუნის აფიორის მხილებისა, რომ ადამიანებმა გაიგონ, რამხელა სიცრუე მოახვიეს თავს ორი წლის განმავლობაში

„ფარას“ დაინიცირებას, მიღებას და შემდეგ აღსრულებას აქვს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სამართლებრივი და ასევე ერთგვარი ქვემიზანიც კი – საუკუნის აფიორის მხილებისა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებმა გაიგონ, რამხელა სიცრუე მოახვიეს თავს მათ ორი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ბევრი კითხვა ისმის ხოლმე იმ კანონთან დაკავშირებით, რომლის გაცილებით რბილ თუ გამარტივებულ ვერსიას ორი წლის განმავლობაში საქართველოში მოჰყვა უდიდესი ვნებათაღელვა. ეს არის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც უკვე მიღებულია ჩვენს მიერ. თქვენ ნახეთ, რაც არ უნდა, პარადოქსული იყოს ეს ამბავი, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის დამალვასაც კი ცდილობენ და არა თუ პროტესტი, არამედ „ფარას“ კანონის დაინიცირების ჩვენს მიერ გახმოვანებულ ამბავს იგნორიც კი მოჰყვა ჩვენი ოპოზიციური, უფრო სწორად, აგენტურული პარტიების თუ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ორი წლის განმავლობაში აპროტესტებდნენ მისი გაცილებით მარტივი ვარიანტის მიღებას.

„ფარას“ დაინიცირებას, მიღებას და შემდეგ აღსრულებას აქვს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სამართლებრივი და ასევე ერთგვარი ქვემიზანიც კი – საუკუნის აფიორის მხილებისა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებმა გაიგონ, რამხელა სიცრუე მოახვიეს თავს მათ ორი წლის განმავლობაში. ორი წელი ადამიანებს, ჩვენი საზოგადოების წევრებს „არა რუსულ კანონს“. კამპანიური ხასიათის იყო ეს ძახება, როდესაც რეალურად ამერიკულ კანონზე და მის გამარტივებულ ვერსიაზე იყო საუბარი. ამიტომ არის, რომ ჩვენ სიტყვა-სიტყვით ვთარგმნეთ ამერიკული კანონი და მომდევნო დღეებში დაინიცირდება ამერიკული „ფარას“ სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ვერსია.

სამართლებრივი და მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, აქვს ის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, უცხოეთიდან შემოსული რა თანხები რას ხმარდება და არ მოხდეს ისე, რომ მაგალითად USAID-ის 41,7 მილიონი ამერიკული დოლარი, საიდანაც, მაგალითად 15 მილიონი დოლარი ახალგაზრდული მიმართულებით დაიხარჯა, ხმარდებოდეს რევოლუციურ მიზნებს ისე, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს საზოგადოებას.

ბევრ ახალგაზრდას დღემდე ჰგონია, რომ თვითორგანიზებული და გულწრფელი პროტესტის მონაწილეა მაშინ, როდესაც მათი ამ რწმენის ჩამოყალიბებაზე ათობით მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა საქართველოში. ამიტომ ჩვენ მივიღებთ ამერიკულ ვერსიას გამჭვირვალობის კანონისა – „ფარას“ და ამისთვის ჩვენ გვექნება თვენახევარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები