პატრიარქმა ფილარეტმა რომის პაპს და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისკენ მიუწოდა

“სანამ არ არის გვიანი, უნდა შეაჩეროთ ბოროტება”. კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა სახელმწიფოების, პარლამენტების ხელმძღვანელებს, ევროპის და აშშ-ს ხალხს და რომის პაპს ფრანცისკს რუსეთის აგრესიის გამო მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების შეწყვეტისკენ მიუწოდა. პატრიარქმა ფილარეტმა მილიონობით ადამიანის სახელით მორალური, დიპლომატიური, ფინანსური და სხვა მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირი და ევროპის ცალკეული ქვეყნები, აშშ და კათოლიკური ეკლესია უკრაინას სთავაზობს, მადლიერება გამოხატა.
„ცინიკური შეიარაღებული აგრესიის დროს, რომელიც რუსეთმა დაიწყო და ამ დრომდე აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ, ლოცვები, სიმართლე და მორალური მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“, – წერს ფილარეტი შეტყობინებაში. პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ნაწილებზე კონტროლი დაამყარა, უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარ ჯარებს და დაქირავებულ მებრძოლებს იყენებს, მედიით და ოფიციალური პირების საშუალებით უკრაინაში მოვლენების შესახებ სიცრუეს ავრცელებს. ეს ყველაფერი საფრთხეს არა მარტო ჩვენს სახელმწიფოს უქმნის, არამედ მშვიდობას მთელ მსოფლიოში. თუ კრემლის აგრესორი ახლა არ იქნება შეჩერებული – შედეგი მესამე მსოფლიო ომი იქნება, რომელშიც შესაძლოა, ბირთვული იარაღიც იქნება გამოყენებული“, – აღნიშნა პატრიარქმა.
პატრიარქ ფილარეტის მოსაზრებით, თუ დღეს აგრესორი დაუსჯელი მარტო იმიტომ დარჩება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს, ჰყავს ძლიერი ჯარი, ბირთვული იარაღი და ეკონომიკურ ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, – მაშინ ხვალ ძალის საშუალებით საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების გზაზე შესაძლოა, დადგეს ნებისმიერი ქვეყანა, რომლის ამბიციები შესაბამისი მატერიალური და სამხედრო რესურსებითაა გამყარებული“, – აღნიშნა პატრიარქმა ფილარეტმა.
პატრიარქმა ბუდაპეშტის მემორანდუმის გარანტ-ქვეყნებს, ევროპულ სახელმწიფოებს და აშშ-ს გარანტიების შესრულების უზრუნველყოფისკენ მიუწოდა, ასევე უკრაინისთვის დახმარება სთხოვა აგრესორის შეჩერებაში და სახელმწიფოს სუვერენიტეტის აღდგენაში საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები