ნანა კაკაბაძე: მას შემდეგ, რაც მსოფლიოში შეიცვალა სიტუაცია, ვიგრძენით, რომ უკვე არის სიტუაცია, საქართველოშიც ვეძიოთ სამართალი; აი, ეს იყო მთავარი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ შევიტანეთ ეს სარჩელი პროკურატურაში
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ნანა კაკაბაძემ გადაცემა „იმედის კვირაში“, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე ისაუბრა და განიხილა რა იყო მთავარი მიზანი პროკურატურაში ამ სარჩელის შეტანის.
„მას შემდეგ, რაც მსოფლიოში შეიცვალა სიტუაცია, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში მოვიდა ახალი პრეზიდენტი, რომელმაც თვითონვე აღიარა და თქვა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ფონდები, როგორიც არის USAID -ი, NED-ი და EED – ი, აფინანსებდნენ სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების გადატრიალებებს და იღებდნენ მონაწილეობას დანაშაულებრივ ქმედებებში, ვიგრძენით, რომ უკვე არის იმის სიტუაცია, საქართველოშიც ვეძიოთ სამართალი. აი, ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ შევიტანეთ ეს სარჩელი პროკურატურაში.
ოპოზიციური ძალები ფაქტობრივად იყენებდნენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორც თავიანთ ყულაბას. თქვენ იცით, რომ კანონით აკრძალულია ქვეყნის შიგნით პოლიტიკის დაფინანსება გარე ძალების მიერ, ამიტომ ისინი ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებდნენ, როგორც თავის ყულაბას და ამ ორგანიზაციის დაფინანსების ხარჯზე ხდებოდა ასეთი მიტინგების ორგანიზება.
ასევე, მაგალითად პოლიტიკურმა პარტია „დროამ“ შექმნა ზუსტად იმავე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაცია „დროა“, რომელიც ქვეყნის გარედან იღებდა დაფინანსებას და ამ დაფინანსებას ის ახმარდა პირდაპირ რევოლუციურ სცენარებს, ანუ ქვეყნის ხელისუფლების გადატრიალების სცენარს.
მთავარი არის, რომ ჩვენ მტკიცებულებებზე ვისაუბროთ. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „დროას“ შენობაში ჩატარდა ჩხრეკა, იქიდან ამოიღეს ის პიროტექნიკა, რომელიც გამოყენებული იყო მიტინგებზე და მანიფესტაციებზე პოლიციელების წინააღმდეგ ცეცხლის გაჩენის მიზნით, პარლამენტის შენობის ოთახების გადაწვის მიზნით. თქვენ იცით რომ 47-მდე ოთახი დამწვარია პარლამენტის შენობაში“, – განაცხადა ნანა კაკბაძემ.