ქალაქ ჯვარში, საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე ხანძარი გაჩნდა
წალენჯიხაში, ჯვარში ჭიჭინაძის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე ხანძარი გაჩნდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო ჯგუფი მუშაობს.
ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია, მსხვერპლი არ არის.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.