დავით შერაზადიშვილს ქართველმა მეცნიერმა, ჯუმბერ კოპალიანმა მისი საავტორო წიგნი – „დმანისის ნაქალაქარი“ უსახხოვრა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატს დავით შერაზადიშვილს დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მუზეუმში დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელმა ჯუმბერ კოპალიანმა უმასპინძლა და მას საავტორო წიგნი – „დმანისის ნაქალაქარი“ უსახსოვრა.

„ჩემთვის პატივია, დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მუზეუმში პირადად ემასპინძლა, კოლორიტ ადამიანს ქართველ მეცნიერს, ჯუმბერ კოპალიანს , რომელმაც მისი საავტორო წიგნი – „დმანისის ნაქალაქარი“ მისახსოვრა.

„მადლობას ვუხდი ბატონ ჯუმბერს. მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანის ღვაწლი საქართველოს სამეცნიერო საქმიანობასა და დმანისის მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში შეუფასებელი – ფასდაუდებელია. ბატონი ჯუმბერი, უკვე წლებია იღწვის და ღირსეულად ხელმძღვანელობს ქართული კულტურის სავანეს, დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალს“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები