გორის მერია: “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

გორის მერიის ინფორმაციით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

“მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დღეს ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 13 სოფელში იმყოფებოდნენ.

ადგილობრივებმა 2025 წელს განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით გორის მუნიციპალიტეტის 112-დან 95 დასახლებულ პუნქტში უკვე შეარჩიეს.

ყველა სოფელში, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

2025 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 27 იანვარს დაიწყო და 18 თებერვალს დასრულდება”,- წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები