სამხრეთ კორეაში, მშენებლობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ პუსანში, სასტუმროს სამშენებლო მოედანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
პუსანის სახანძრო სააგენტოს ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დაახლოებით, 25-მა ადამიანმა მიიღო მსუბუქი დაზიანებები კვამლის შესუნთქვის გამო.
ქალაქის სახანძრო სააგენტოს ცნობით,14 ადამიანი, რომლებმაც თავი სახურავს შეაფარეს, ადგილიდან ვერტმფრენმა გადმოიყვანა.
“დაახლოებით 100 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ფართო სამშენებლო მოედანზე. სამუშაოები მიმდინარეობდა სამ შენობაში, რომლებიც 12 სართულიანი იყო მიწის ზემოთ და სამი ქვემოთ”,- განაცხადა პუსანის ხანძარსაწინააღმდეგო შტაბმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები