კაია კალასი – რუსეთის მიერ ჩერნობილის ატომური ობიექტის დაბომბვაზე: ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი მშვიდობას არ ეძებს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი გამოეხმაურა რუსეთის მიერ ჩერნობილის ატომური ობიექტის დაბომბვას და აღნიშნა, რომ ასეთი თავდასხმები სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებზე მიუღებელია.
შეგახსენებთ, უკრაინის მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე დრონით თავდასხმა განახორციელეს.