თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას არ ჩაატარებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადებით, მისი ქვეყანა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სირიის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას არ აპირებს, – წერს უცხოური პრესა. ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან მოლაპარაკებების შედეგად ჩავუშოღლუმ თურქეთი-სირიის საზღვრის გასწვრივ კვლავ არასაფრენი ზონის შექმნა მოითხოვა. ამასთან, საერთაშორისო საზოგადოება თურქეთზე ზეწოლას აძლიერებს და ცდილობს ანკარა დაარწმუნოს, რომ მან სირიულ ქალაქ კობანში ქურთი მეამბოხეების მხარდაჭერა გაზარდოს.
კობანი თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე სირიული ქალაქია. კობანიდან შეტყობინებები ვრცელდება იმის შესახებ, რომ საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმების შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ მანამდე დაკავებული კვარტლების დატოვება მოუწიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები