ნადეჟდა სავჩენკო ოფიციალურად პოლიტპატიმრად აღიარეს
ნადეჟდა სავჩენკო ოფიციალურად პოლიტპატიმრად აღიარეს. ამის შესახებ უკრაინელი მფრინავის ადვოკატმა ტვიტერის საშუალებით განაცხადა.
„სამართალდამცავ ცენტრ „მემორიალის“ გადაწყვეტილებით, ნადეჟდა სავჩენკო ოფიციალურად პოლიტმატიმრადაა აღიარებული. შემდეგი ნაბიჯი – საერთაშორისო სტატუსია“, – ნათქვამია შეტყობინებაში. შეგახსენებთ, რომ გამოძიების ვერსიით, ნადეჟდა სავჩენკო ბატალიონ „აიდარის“ შემადგენლობიდან ვერტმფრენ „მი-24“-ის შტურმანი იყო უკრაინის აღმოსავლეთით. ლუგანსკის დასახლებული პუნქტის მეტალისტის მიმართ სროლის გახსნის შედეგად 17 ივნისს რუსი ჟურნალისტები: იგორ კორნელიუკი და ანტონ ვოლოშინი დაღუპნენ. გამომძიებლების აზრით, ცეცხლის კორექტირება სწორედ სავჩენკომ მოახდინა.