აშშ-ის თავდაცვის მდივანი: უკრაინის ბირთვული იარაღის საკითხი პრეზიდენტ ტრამპის გადასაწყვეტია
არ არის გამორიცხული, რომ უკრაინამ ბირთვული იარაღი მიიღოს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება მთლიანად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული,- ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა.
მანამდე, 4 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ნატო-ში უნდა გაწევრიანდეს, ან ბირთვული იარაღი უნდა გადაეცეს, რათა მომავალში რუსეთის შეჭრა თავიდან აიცილოს.
ამის საპასუხოდ ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ უკრაინას არ უნდა შესთავაზონ ნატო-ში გაწევრიანება და რომ ბირთვული იარაღის საკითხის გადაწყვეტა მის კომპეტენციაში არ შედის.
“ზოგიერთი ჩვენგანი არის იქ, რათა გარკვეული პირობების ჩამოყალიბებაში დაგვეხმაროს, რაც შეთანხმებას შესაძლებელს გახდის. ეს არის ის, რისი გაკეთებაც მე ვცადე აქ, ნატო-ს კონტექსტში. მე არ ვარ აქ იმისთვის, რომ განხილვის გარეშე რამე განვაცხადო, ეს ჩემი საქმე არ არის. ეს პრეზიდენტის საქმეა. ის არის ლიდერი, ის არის მთავარი მომლაპარაკებელი და გარიგების შემსრულებელი”,- აღნიშნა ჰეგსეთმა.
მან დასძინა, რომ მისი შენიშვნები არ იქნეს გაგებული, როგორც წითელი ხაზები, არამედ როგორც არსებული სიტუაციის რეალობად წარმოჩენა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა მომავალში ნატო-ში ვერ გაწევრიანდება.