ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

 საბრძოლო მოქმედებების შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 5 კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის საქალაქო საბჭო ავრცელებს. „ქალაქში დაძაბული ვითარებაა შენარჩუნებული. მოსახლეობის ცნობით, კიევის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში პერიოდულად აფეთქებები ისმის“, – ნათქვამია შეტყობინებაში. საქალაქო საბჭოში განაცხადეს, რომ ღამით ცეცხლი კუიბიშევსკის რაიონს გაუხსნეს. ჭურვების მოხვედრის შედეგად 10 საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, ასევე დანგრეულია 3 ჯიხური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები