ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, გზების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, გზების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს“ – ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ შრომაში, გზის მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
„სოფელ შრომაში, ჰერეთის ქუჩაზე, 937 გრძ. მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, გზის მოასფალტებასთან ერთად, წესრიგდება სანიაღვრე არხები, ცხაურები და საკარმიდამო ნაკვეთებზე გადასასვლელი ხიდ-ბოგირები. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, რეაბილიტირებული გზის სავალი ნაწილი დაიხაზება.
პროექტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 1 116 000 ლარს შეადგენს“ – წერია ინფორმაციაში.