უკრაინამ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ პოროშენკოს სანქციები დაუწესა

უკრაინაში, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ (NSDC) გამართულ სხდომაზე, სანქციები დააწესა “ევროპის სოლიდარობის” პარტიის ლიდერისა და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ,- ამის შესახებ ონლაინ გამოცემა Forbes Ukraine წერს.

თავად პოლიტიკოსმა მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას „არაკონსტიტუციური“ და „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა. მისი თქმით, სანქციები პირადად ზელენსკის დავალებით დაწესდა.

„უკრაინის, ქვეყნის ინტერესების და უსაფრთხოების გაყიდვით მიღებული მილიარდები დაბლოკილი უნდა იყოს და ის უკრაინის და უკრაინელთა დასაცავად უნდა ამუშავდეს“,- განაცხადა ზელენსკიმ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისი მიმართულებით იყო ეს სიტყვები ნათქვამი.

როგორც Forbes Ukraine იხსენებს, 2021 წლის 21 დეკემბერს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის წინა დღეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) პეტრო პოროშენკოს გამოუცხადა, რომ იგი ეჭვმიტანილია სახელმწიფოს ღალატში.

“SBU-ს თანახმად, პოროშენკო დაეხმარა ნახშირის მიწოდების შეფერხებას სამხრეთ აფრიკიდან, რათა სანაცვლოდ, ნახშირი შეეძინათ უკრაინის ოკუპირებული ნაწილიდან”,- წერს გამოცემა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები