თურქეთში არეულობის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა (ფოტოკოლაჟი)

10 ადამიანი, მათ შორის 2 პოლიციელი იყო მოკლული ღამით თურქეთში არეულობის დროს. ამის შესახებ უცხოური პრესა წერს. თურქეთის პროვინციების გაზიანტეპის და ბინგიოლის ქუჩებზე მაღაზიებს ძარცვავენ, სახლებს ცეცხლს უკიდებენ. ხალხს გარეთ გასვლა ეშინია. პოლიციელების მკლელობების ფაქტებმა ხალხში კიდევ უფრო დიდი შიში გამოიწვია. უცხოური პრესის ცნობით, ბინგიოლის პროვინციის პოლიციის ხელმძღვანელს ატალაი ურკერს, მის მოადგილეს და კიდევ 2 პოლიციელს ცეცხლი გუშინ საღამოს არეულობების შედეგად დამწვარი მაღაზიების და ოფისების ინსპექტირებისას გაუხსნეს. 2 პოლიციელი ადგილზევე დაიღუპა. პოლიციის ხელმძღვანელი ურკერი კი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებზე თავდასხმები თურქეთის სხვა ქალაქებშიც არის დაფიქსირებული. გაძარცვულია იარაღის მაღაზიები. შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლურ პროვინციებში არეულობები ორშაბათიდან დაიწყო. ცნობილია 30 დაღუპულის შესახებ. არეულობა თურქეთში ქურთებით დასახლებულ სირიულ ქალაქ კობანში ტერორისტების შტურმმა გამოიწვია. თურქეთში მცხოვრები ქურთები თვლიან, რომ თურქეთი სირიაში კონფლიქტში უნდა ჩაერთოს.

10719112_847687768604796_1778867097_n

10721389_847687765271463_1679454622_n

10726374_847687771938129_527779430_n

10728662_847687775271462_743775004_n

10729105_847687758604797_370811694_n

10617315_847688031938103_127614119_n

10720895_847688018604771_830225106_n

10721357_847688025271437_1245084576_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები