გურამ მაჭარაშვილი: ევროპარლამენტის სანდოობის საკითხი, სამწუხაროდ, თავად ამ გლობალური ომის პარტიამ ჩამოწია ნულზე, ახლა ევროკავშირს ამერიკასთან აქვს პრობლემები

ევროპარლამენტის სანდოობის საკითხი, სამწუხაროდ, თავად ამ „გლობალური ომის“ პარტიამ ჩამოწია ნულზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკვე 3-4 კვირაა, რაც ევროკავშირი ამერიკასთან არსებულ პრობლემებს ვერ ალაგებს.

„ევროპარლამენტის სანდოობის საკითხი, სამწუხაროდ თავად ამ „გლობალური ომის“ პარტიამ ჩამოწია ნულზე. ახლა, ევროკავშირს ამერიკასთან აქვს პრობლემები. 3-4 კვირაა ევროკავშირი ამერიკასთან ვერ ალაგებს პრობლემებს. მეტსაც გეტყვით, ამერიკის პრეზიდენტი პირდაპირ ეუბნება ევროკავშირს, რომ ევროკავშირი ამერიკას უსამართლოდ ექცევა. ხომ წარმოგიდგენიათ რამდენად სწორი იყო ჩვენი განცხადებები. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, როგორიც ევროპარლამენტია, მიიღებს ისეთ რეზოლუციას, რომელშიც პირდაპირ ტყუილები წერია, მათ შორის, ის, რომ საერთაშორისო სასამართლოს მიერ კრიმინალად აღიარებული სააკაშვილი უკანონოდ გამოუშვით, თორემ შევაჩერებთ ევროინტეგრაციასო, ამას რომ ჩაწერს და ელემენტარულ, ინფორმაციულ უცოდინარობას გამოავლენს და დაწერს, რომ ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეთო, მაშინ როდესაც სააკაშვილი საავადმყოფოშია და ესეც არ იცის, რა თქმა უნდა, იმ რეზოლუციას ფასი არ ექნება არავისთვის. თავად ევროკავშირს შეექმნა პრობლემები ამერიკასთან ამ ტყუილების გამო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები