„ებოლას ვირუსთან დაკავშირებით რისკის ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეებზე კონტროლი ხორციელდება“

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ებოლას ვირუსთან დაკავშირებით მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება.
როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ჯანდაცვის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით გაწერილი აქვს რეკომენდაციები.
“რაც შეეხება საქართველოს, არის ორი მთავარი მიმართულება, ერთი – ამ ეტაპზე ცალსახად არანაირი საჭიროება არ არის, საზღვრები დაიკეტოს, ან სხვა ღონისძიებები განხორციელდეს საზღვრის გადმოკვეთისას, მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეებს, და ასეთი ქვეყნები არის დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, სადაც ახლა არის მაქსიმალური გავრცელება ვირუსის. ხდება მათი აღრიცხვაზე აყვანა და მათზე ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა, ასევე ხდება მათი საცხოვრებელი მისამართის და გადაადგილების კონტროლი და ჩვენი დაავადებათა კონტროლის სპეციალისტები მათთან არიან კომუნიკაციაში და აკონტროლებენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. რაც შეეხება მეორე ნაწილს, კიდევ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამისთვის, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს როგორც შესაბამისი რაოდენობისა და მოწყობილი საავადმყოფოების არსებობის, ასევე მედიკამენტების მხრივ, რომ თეორიული შესაძლებობის შემთხვევაში ეფექტურად მოხდეს მართვა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები