ჯანმო-ს ხელმძღვანელი აშშ-ს მოუწოდებს, რომ ორგანიზაციის დაფინანსება გააგრძელოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე შეერთებულ შტატებს მოუწოდა, რომ გააგრძელოს ორგანიზაციის დაფინანსება მანამ, სანამ ალტერნატიული გადაწყვეტილებები არ მოიძებნება.
„ჩვენ ვთხოვთ შეერთებულ შტატებს განიხილოს დაფინანსების გაგრძელება, სულ მცირე, სანამ გადაწყვეტილებები არ მოიძებნება“, – თქვა მან.
გებრეიესუსმა დასძინა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხის დიდი ნაწილი ჯანმრთელობის გადაუდებელ სიტუაციებზე უგანდაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ღაზაში და სხვაგან შეერთებული შტატების დაფინანსებით ხორციელდება.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყნის ჯანმო-დან გასვლის შესახებ. ახალი ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ჯანმო არის არაეფექტური, პოლიტიკური გავლენის ქვეშ და შეერთებული შტატებისგან ძალიან დიდ დაფინანსებას მოითხოვს.