სასაზღვრო პოლიცია სისხლის გაღების აქციაში მონაწილეობას აგრძელებს
შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 130-მა თანამშრომელმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღო. იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებული სისხლის ბანკი აქციის: „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს რეგულარულად ეხმარებიან. შსს-ს სასაზღვრო პოლიცია უკვე ორი წელია თანამშრომლობს იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკთან და მომავალშიც გეგმავს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის ჩაბარებას. როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნულ აქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.