თემურ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა
თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა.
გიორგაძემ ფაქტი “კვირას“ თავად დაუდასტურა. მისი თქმით, თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ანგარიშის განხილვისას, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა საჯარო სამსახურებში, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საჯარო მოხელეების გათავისუფლებისა და ვაკანსიების პარტიულ-ნათესაური ნიშნით შევსების ტენდენციაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში გოგორიშვილმა განაცხადა, რომ თემურ გიორგაძეს განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვეს.