საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა (E-GATE) ამოქმედდა
ქართულ და მალაიზიურ მხარეთა ერთობლივი მუშაობით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქ. კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში გამარტივებული საპასპორტო კონტროლის პროცედურა ამოქმედდა, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს საიმიგრაციო გამშვები პუნქტის გავლის გარეშე შევიდნენ ქვეყანაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა მალაიზიაში ჩასვლამდე, 72 საათის განმავლობაში აუცილებელია შეავსონ ონლაინ აპლიკაცია შემდეგ ვებგვერდზე:
https://imigresen-online.imi.gov.my/mdac/main
საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი მალაიზიის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის შემთხვევაში. ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 (ოცდაათ) დღეს.