ლევან ნიკოლეიშვილი: ყველაფერს დაადგენს გამოძიება

საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გენერალურ პროკურატურაში “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი მივიდა.

მისი თქმით, გამოძიების პროცესში შეიძლება მუხლების რაოდენობა გაიზარდოს.

“მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ, არის ის, რაც იქნება საყრდენი იმისთვის, რომ პროკურატურამ აწარმოოს გამოძიება. ჩვენ გვაქვს რამდენიმე მუხლზე საუბარი, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ გამოძიების პროცესში შეიძლება მუხლების რაოდენობა გაიზარდოს და ასევე გაიზარდოს და გაფართოვდეს იმ ადამიანების წრე, რომლებიც მიგვაჩნია, რომ არიან ეჭვმიტანილები გარკვეული ქმედებების განხორციელებაში. ამას ყველაფერს დაადგენს გამოძიება”,- აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რითაც მათივე თქმით, ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენას და მათი საქმიანობის გამოძიებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები