ირაკლი ქადაგიშვილი: ძალიან კარგია, თუ USAID-ი ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის დახმარება მოხმარდება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ ირკვევა, USAID-ის თანხები გამოიყენებოდა არამიზნობრივად, ამერიკის ინტერესებს არ ემსახურებოდა, შესაბამისად, მისი შეფასებით, მისასალმებელია, რომ მსგავსი მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა მიმდინარეობს თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.
“თვითონ ამ დაფინანსების წყაროს სახელმწიფოს ლიდერები აცხადებენ, რომ ეს თანხები გამოიყენებოდა არამიზნობრივად, ამერიკის ინტერესებს არ ემსახურებოდა, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის იყო განკუთვნილი. გამომდინარე აქედან, დღეს სწორედ ამ მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა მიმდინარეობს თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ამაზე ჩვენ უკვე წლებია ვსაუბრობთ და ძალიან კარგია, თუ USAID-ი ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის დახმარება მოხმარდება იმ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს და არა ქვეყანაში პოლიტიკური დესტრუქციისა და რევოლუციების მოწყობას”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ტრამპი USAID-ს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს “კორუმპირებული” და “არაკომპეტენტური” უწოდა. თქვა, რომ მისი ვალდებულებაა მსგავსი ორგანიზაციების ზედამხედველობა და კონტროლის გაგრძელდება, მათ შორის, განათლებისა და სამხედრო სფეროებზე. თემაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა ილონ მასკმაც. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ USAID-ი ბევრ ღირსეულ რამეს აკეთებს, თუმცა “საეჭვო გზებით.” ამავე ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს თანამშრომლების შემცირების საკითხზე ითანამშრომლოს მასკის დეპარტამენტთან.