გიგი უგულავა სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისგებაშია მიცემული, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა.

ცნობისთვის, გიგი უგულავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, უფრო ზუსტად კი იმას, რომ უგულავა 17 იანვარს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები