ეს რუსული ტერორი უკრაინის წინააღმდეგ თავისთავად არ შეჩერდება. პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
პრეზიდენტი გასული ღამის განმავლობაში ქვეყანაზე რუსეთის შეტევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პუტინი აგრძელებს უკრაინელების მკვლელობას და ქალაქების განადგურებას.
“წუხელ რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით შეუტია. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, საოფისე ფართები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სასწრაფო დახმარების სამსახურები ადგილზე არიან, ეხმარებიან ადამიანებს და ებრძვიან ამ ტერორის შედეგებს. ტრაგიკულად, ამ დროისთვის კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი – მათ შორის ერთი ბავშვი – დაშავდა. ვუსამძიმრებ ოჯახებს და ახლობლებს. ეს რუსული ტერორი უკრაინის წინააღმდეგ თავისთავად არ შეჩერდება. პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის – ის აგრძელებს უკრაინელების მკვლელობას და ქალაქების განადგურებას. ახლა ჩვენ გვჭირდება ყველა ჩვენი პარტნიორის ერთიანობა და მხარდაჭერა ამ ომის სამართლიანი დასრულებისთვის ბრძოლაში”,- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.