გასული ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს დაბომბვის შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა. კიევზე განხორციელებული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ გოლოსეევსკის და პოდოლსკის რაიონებში ნამსხვრევები ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ სოლომენსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ კორპუსში და სახლის სახურავზე. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
როგორც ცნობილია, ღამით რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში “შაჰედის” ტიპის თავდასხმის თვითმფრინავებიც გაუშვეს. საჰაერო თავდაცვამ ისინი ჩამოაგდო, თავდასხმის შესაძლო შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.