გუბაზ სანიკიძე თანამდებობის დატოვებით იმუქრება

დეპუტატი გუბაზ სანიკიძე ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვს. “ის რა თანხაც დიასპორულ საკითხებზეა გამოყოფილი – ძალიან არასაკმარისია. ჩვენ გვესმის ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, დღევანდელი ვითარება. ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი, ამიტომ ჩვენ ბიუჯეტს მხარს უპრობლემოდ დავუჭერთ. მაგრამ მომავალ წელს ჩვენ ვაპირებთ მთავრობას წარვუდგინოთ ის სტრატეგია თუ რა არის განსახორციელებელი. სტრატეგია არის საბოლოოდ ჩამოსაყალიბებელი და აუცილებელია ეს გაკეთდეს. თუ მე ამაში ვერ დავარწმუნებ ჩემს თანამებრძოლებს, მაშინ გამოდის, რომ მე ვერ ვმუშაობ კარგად, შესაბამისად, ვერ ვხედავ აუცილებლობას, რომ გავაგრძელო კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობა“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტი 2015 წლის ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის საკომიტეტო განხილვებს განაგრძობს. მოსმენა ამ წუთებში დიასპორისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები